გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ასევე დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისინი ოზურგეთის და ჩოხატაურის კლინიკებში არიან გადაყვანილები.
გომის მთის გზაზე სასწრაფო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ნაწილის უახლოეს კლინიკაში ტრანსპორტირება მიმდინარეობს.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: "ტვ პირველი"