12 აგვისტოს ევროპაში იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა. იუწყება CNN.
სანახაობის საყურებლად მილიონობით ადამიანი ისლანდიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში შეიკრიბა.
მთვარის მიერ სრულად დაფარული მზის დაკვირვება ასევე შესაძლებელი იყო გრენლანდიაში, პორტუგალიაში, ხოლო დასავლეთ ევროპის უმსხვილეს ქალაქებში მთვარემ მზის დისკი 85-95%-ით დაფარა.
ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში მზის სრული დაბნელება ბოლოს 1905 წელს დაფიქსირდა, შესაბამისად, დღევანდელი მოვლენა 120 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი ასეთი შემთხვევა იყო.
კონტინენტური ევროპისთვის მზის სრული დაბნელება 1999 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა, რის გამოც მოვლენამ დიდი ინტერესი გამოიწვია - რეგიონის უმსხვილეს ქალაქებში სპეციალური სათვალეები და ბინოკლები მოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა.
შემდეგი მზის სრული დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს იქნება. მისი სრული ფაზის ხილვა შესაძლებელი იქნება ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში.