იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ დაგმო რუსეთის მიერ ღამით კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმა დაბომბვა, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა მოჰყვა.
მან განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
ტაიანიმ დაღუპული უკრაინელების ოჯახებსა და მთლიანად უკრაინელ ხალხს წუხანდელი მოვლენების გამო სამძიმარი გამოუცხადა.
„ყველაზე მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ კიევის მცხოვრებლების წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო სარაკეტო თავდასხმას, რომელმაც კვლავ გამოიწვია სრულიად უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვა და დაშავება. ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით სამოქალაქო მოსახლეობისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა და ეს დაუშვებელია.
იტალია ადასტურებს უკრაინის მხარდაჭერას და გააგრძელებს მუშაობას ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.