ხვალ, 21 თებერვალს, 11:45 საათზე, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის და ადგილობრივი თვითმმართველობის სტუდენტებს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, შეხვედრის მიზანია სტუდენტებისთვის საჯარო სამსახურში მიმდინარე რეფორმის პროცესის გაცნობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ელექტრონული მმართველობის პროექტებს.
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს საჯარო სამსახურის სისტემის სრულყოფა. საჯარო სამსახურის ბიურო კი წარმოადგენს ამ რეფორმის მაკოორდინირებელ დაწესებულებას. კერძოდ, ბიუროს მიერ შემუშავებულ იქნა საჯარო სამსახურის კოდექსის პროექტი, რომელიც აგებულია ახალი საჯარო მენეჯმენტის პრინციპების საფუძველზე.