ხვალ, 21 თებერვალს, 14:00 საათზე, "სახახლო წინააღმდეგობის მოძრაობა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველი ემიგრანტები" დისკუსიას გამართავენ თემაზე "რთული გზა სამშობლოსაკენ".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, დისკუსიაზე განხილული იქნება მიგრაციის ტემპები და ქართველი ემიგრანტების მდგომარეობა ქვეყნის გარეთ, თუ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.
"საუბარი შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც მეტყელებენ, თუ რატომ ტოვებს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სამშობლოს და რა ვითარებაში უწევთ მათ ემიგრაციაში დამკვიდრება; რატომ გაიზარდა თავშესაფრის მომთხოვნ ქართველთა რაოდენობა ევროპის ლტოლვილთა ბანაკებში და როგორ ხვდებიან ევროპაში არალეგალურად საზღვრის გადამკვეთი ემიგრანტები; რა გავლენა იქონია ევროპის სავიზო რეჟიმის გამარტივებამ და რეადმისიაზე ხელმოწერამ ქართველ არალეგალთა მდგომარეობაზე, რას ავალდებულებს ეს ხელშეკრულება საქართველოს უცხოელ ემიგრანტთა დასახმარებლად", - აცხადებენ "წინააღმდეგობის მოძრაობაში".
მათივე თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავრი თემა ასევე იქნება, რატომ ვერ ახერხებენ დაბრუნებული ემიგრანტები სამშობლოში დასაქმებას, რაც იძულებელს ხდით მათ ისევ ემიგრაციაში წავიდნენ.
"როგორია ქვეყნიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადინებისა და ქვეყანაში უცხოელ ემიგრანთა შემოდინების დინამიკა; რა მდგომარეობაშია ქართული საკვირაო სკოლები ემიგრაციაში და რატომ გამოთქვამენ პროტესტს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ქართველი ემიგრანტები ჰოლანდიაში, საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთში", - აღნიშნავენ მოძრაობაში.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ "სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" ომბუცმენი ემიგრაციის საკითხებში ნინო ცხოიძე, "ქართველი ემიგრანტების" ხელმძძანელი ზვიად ყუშიტაშვილი, მიგრანტთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრის თავმჯდომარე მურმან პატარაია, ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარკ ხულსტი, უფლებადამცელი ნანა კაკაბაძე, სამშობლოში დაბრუნებული ადამიანები და სკაიპით ჩაერთვებიან ქართველი ემიგრანტები ბელგიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან.
შეკრებაზე მოწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტირებული უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
დისკუსიის მსველელობისას ნაჩვენები იქნება ნინო ცხოიძის საავტორო გადაცემა "სხვა საქართველო აქ არი".
ღონისძიება კინოს სახლში გაიმართება.