ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში საპროტესტო აქციები გრძელდება. ათასობით დემონსტრანტმა "მარგალიტის მოედანი" დაიკავა, რომელიც მანამას ცენტრში მდებარეობს.
როგორც BBC იუწყება, ოპოზიციის ლიდერები დღეს ოფიციალურად აპირებენ ხელისუფლებისთვის მოთხოვნების წარდგენას.
როგორც აქციების ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა "როიტერს" განუცხადა, მათი ძირითადი მოთხოვნებია: ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა.
ბაჰრეინის პრინცმა, რომელიც ქვეყნის შეარაღებულ ძალებს აკონტროლებს, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. პრინცმა ბრძანება გასცა მანამას ქუჩებიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის შესახებ.
მანამას ქუჩებში საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ადგილობრივმა სამართალდამცველმა ორგანოებმა აქციები რამდენიმეჯერ დაარბიეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა.