ყაბარდო-ბალყარეთში, ნალჩიკის რაიონის სოფელ ხასანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რამაზან ფრიევი მოკლეს.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, უცნობი პირი სპოტდარბაზში გუშინ, 21:00 საათზე შევიდა, სადაც სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვარჯიშობდა და მას ავტომატური იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, რამაზან ფრიევი მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივი სამართალდამცველები სპორტდარბაზში გარდაცვლილის გვამის აღმოჩენას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.