თოვლის გამო თბილისის მასშტაბით გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამჟამად მარილს დაყრა თამარაშვილის ქუჩაზე, ნუცუბიძის პლატოზე, ხუდადოვის ქუჩაზე, მთაწმინდაზე, კოჯორი-შინდისი-ტაბახმელას მიმართულებით მიმავალ გზებზე მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ თოვა გარძელდება საგანგებო სიტუაციების სამსახური სრულ მზადყოფნაშია.
ამ დროსითვის დედაქალაქში არცერთი საავტომობილო გზა არ არის ჩაკეტილი.