ყაბარდო-ბალყარეთში უცნობი ნიღბიანი პირები, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი "გაზელის" ტიპის მიკროავტობუსს დაესხნენ თავს, რომელშიც მოსკოვიდან და მოსკოვის ოლქიდან ტურისტები იმყოფებოდნენ.
ავტობუსის დაცხრილვის შედეგად სამი ტურისტი გარდაიცვალა, ორი დაიჭრა, თუმცა მოგვიანებით დაჭრილთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. სულ "გაზელში" ხუთი-ექვსი ტურისტი იმყოფებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ავტომობილის დაცხრილვის შემდეგ მიიმალნენ.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ბოროტმოქმედთა ძებნა.