იემენის პოლიციამ ქალაქ სანაში მრავალათასიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მომიტინგეები ანტისახელისუფლო მოწოდებებით გამოდიოდნენ და რეჟიმის შეცვლას მოითხოვდნენ. თვითმხილველთა თქმით, პოლიციელებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დაუდგენელი პირებიც ეხმარებოდნენ, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტებს ქვებს ესროდნენ.
ამასთან, საპორტო ქალაქის მკვიდრნი საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ქალაქი სამართალდამცავებმა დატოვეს. მათი ცნობით, ქალაქში მოროდიორები დათარეშობენ და სამთავრობო შენობები იწვის.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები იემენში იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლა კი თებერვლის დასაწყისში მოეწყო, სადაც 16 ათასი ადამიანი ქუჩაში გავიდა. ისინი პოლიციამ დაფანტა.
უკანასკნელი ცხრა დღის განმავლობაში იემენში გამართულ დემონსტრაციებს შვიდი ადამიანი შეეწირა, 150 კი დაიჭრა. მანიფესტანტების წინააღმდეგ პოლიციამ საბრძოლო იარაღი და ცრემლსაწინააღმდეგო გაზი გამოიყენა.
ცნობისთვის, არაბულ სამყაროში იემენი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. უკანასკნელ წლებში ქვეყანაში "ალ-ქაიდას" გავლენა გაიზარდა.