ბოლო სამი დღის განმავლობაში, ლიბანის სამ ქალაქში, პოლიციასა და ოპოზიციას შორის შეტაკების შედეგად 84 ადამიანია დაღუპული.
შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო უფლებების დამცველი ორგანიზაცია "Hunam Rights Watch" ავრცელებს.
აქვე ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გამოიყენოს იარაღი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ლიბანში ხელისუფლების საწინააღმდეგო დემონსტრაციები ჯერ კიდევ 15 თებერვალს დაიწყო და ქვეყნის მსხვილი ქალაქები მოიცვა.
ლიბიაში მიმდინარე მღელვარება ამ რეგიონში მდებარე რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებს დაემთხვა.
როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ, თანამდებობა დატოვა ეგვიპტის ლიდერმა ჰოსნი მუბარაქმა და ხელისუფლება არმიას ჩააბარა. აქციები და დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებებით ასევე გაიმართა ალჟირში, იემენში, ბაჰრეინში, ერაყსა და იორდანიაში.