დღეს, ბერლინში მუშაობას დაასრულებს 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალი.
საღამოს ცნობილი გახდება, თუ ვის აირჩევს ოქროსა და ვერცხის დათვის მფლობელად ჟიური, რომელსაც სათავეში იტალიელი მსახიობი და რეჟისორი იზაბელა როსელინი უდგას.
იმის მიუხედავად რომ საკონკურსოდ წარმოდგენილ ფილმებს შორის საკმაოდ მრავალი ნამუშევარი იყო კრიტიკოსები კვლავ თავს იკავებენ რაიმე პროგნოზის გაკეთებისგან, თუმცა ბერლინალეს კულუარებში ერთ-ერთ პრედენდენტად ამერიკელი რეჟისორის ჯეი სი ჩენდორის "მარგინალური ზარი" სახელდება, რომელშიც მთავარ როლებს კევინ სპეისი, ჯერონი აიროსი და დემი მური ასრულებენ.
ფილმში მოთხრობილია 2008 წლის ფინანსური კრიზისის წინაპერიოდზე.
კინოკრიტიკის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ფილმში არსებულმა დიალოგებმა და მისმა დინამიურობამ.
სხვა ფილმებს შორის კინოკრიტიკოსები გამოყოფენ ფილმს "პინა", რომელიც ცნობილ ქორეოგრაფ პინა ბალუჩზეა გადაღებული, თუმცა სათუოა, რომ პოლიტიკური და სოციალური შეფერილობის კინოფესტივალზე ამ ნამუშევარმა გამარჯვება მოიპოვოს. კონომოყვარულების პროგნოზი ვერ გაამართლა რალფ ფაინსის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარმა "კოროილანი", უილიამ შექსპირის ნაწარმოების გათანამედროვებული ეკრანიზაციამ.
სავარაუდოდ, ასევე პრიზი გარეშე დარჩება რუსეთი-გერმანია-უკრაინის ეგიდით ფესუვალში მონაწილე ფილმი "შაბათი", რომელიც ალექსანდრე მინდაძემ გადაიღო.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ფილმი ძალიან დაბალი ხარისხის გამოვიდა.
პრეტენდენტებს შორისაა შემდეგი ნამუშევრებიც მირანდა ჯულის "მომავალი", ვიქტორია მაჰონის სადებიუტო დამუშევარი "ცაში ფრენა", ანდრეს ვაიელის "ვინ თუ არა ჩვენ" , თურქი რეჟისორის სეიფ ტეომანის "ჩვენი უდიდესი სასოწარკვეთილება", ებრაელი რეჟისორის ჯონათან საგალის "ლიფსტიკა".
ასევე უნგრელი რეჟისორის ბელ ტარის "ტურინის ცხენი", პაულ მარკოვიჩის "პრიზი", ასგარ ფარხადის "ნადერი და სიმინი", ფრანგი რეჟისორის მიშელ ოსელოს ანიმაციური სამგანზომილებიანი ფილმი "ღამის ზრაპრები", ჯი სი ჩენდორის "მარგინალური ვაჭრობა", ლი იონ კის "ხან წვიმა, ხან მზე", ულრიხ კოლერის "ძილის ავადმყოფობა", ჯოშუა მარსტონის "სისხლის პატიება", როდრიგო მორენოს "ამოუცნობი სამყარო".
შეგახსენებთ, რომ ბერლინის კონოფესტივალი 10 თებერვალს გაიხსნა.