საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მტკიცებით, სკოლის მანდატურებს იარაღის ტარების უფლება არ აქვთ.
"სამინისტრო მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სპეციალური საშუალებებიდან სკოლის მანდატურს მხოლოდ რაციისა და მეტალოდეტექტორის ტარების უფლება აქვს", - ასე ეხმაურება დიმიტრი შაშკინის უწყება ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სკოლის მანდატურები იარაღს ატარებენ.
აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიასა თუ საზოგადოებრივ გაერთიანებას, "ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში".