მობილური ტელეფონის გამოყენება კიბოს დაავადებების განვითარებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს - ასეთი დასკვნა თელავივის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გამოიტანეს.
სამედიცინო ცენტრ "შიბას" პროფესორის, ეიტან ფრიდმანის აზრით, არ არსებობს დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ თავის ტვინის კიბოს წარმოშობასთან მობილური ტელეფონის გამოყენებას რაიმე კავშირი აქვს.
მეცნიერებმა ტვინის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სიმსივნის წარმოშობის 6000 შემთხვევა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კიბოს ეს სახეობა ტვინის ნერვული სისტემის ზედა შრეზე ვითარდება. გამოვლინდა, რომ უკანასკნელი ორი ოცწლეულის განმავლობაში კიბოთი დაავადებული ტვინის რიცხვი შემცირდა.
"ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როცა მთელ მსოფლიოში და მათ შორის ისრაელშიც მობილური ტელეფონების გამოყენების რიცხვი გაიზარდა და გაუმჯობესდა", - აცხადებს მეცნიერი.
როგორც ცნობილია, ამ დრომდე მიიჩნევა, რომგლიომა , ეს არის კიბოს ის სახეობა, რომელიც მობილური ტელეფონების გამოყენების გამო ვითარდება, თუმცა სტატისტიკა საპირისპიროს აჩვენებს: 1990-1994 წლებში , ყოველ 100 000 მცხოვრებში გლიომით დაავადებულიმხოლოდ 3 ადამიანი გამოვლინდა, 1995-1999 წლებში ავადმყოფების რიცხვი 1,6ამდე, ხოლო 2000-2009 წლებში მათი რიცხვი 1,5 პაციენტამდე შემცირდა.