საქართველოში თოვლიანი ამინდი კიდევ 3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების განცხადებით, ნალექის მატებასთან ერთად დასავლეთ საქართველოში ქარი გაძლიერდება, რამაც შესაძლოა თოვას ხელი შეუშალოს.
21 თებერვლიდან ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, თუმცა არამდგრადი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. დიდთოვლობის მიუხედავად, გზებსა და მაგისტრალებზე მოძრაობა შეფერხებული არ არის.
ავტსაგზაო ინციდენტებისა და საცობების თავიდან ასაცილებლად მაგისტრალი ინტენსიურად იწმინდება და მარილი იყრება.