სომალელი მეკობრეები თავს დაესხნენ იახტას, რომელზეც აშშ-ის ოთხი მოქალაქე იმყოფებოდა. ამის შესახებ სომალიში გაეროს წარმომადგებლობა იტყობინება.
გაეროს წარმომადგენლის ომარ ჯამალის თქმით, მეკობრეებმა იახტა ინდოეთის ოკეანეში ჩაიგდეს ხელთ. იახტა მეუღლეებს_ჟანა და სკოტ ადამებს ეკუთვნოდათ. ომარ ჯამალი დატყვევებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
2004 წელს ჟანა და სკოტ ადამებმა მსოფლიოს გარშემო მრავალწლიანი მოგზაურობა წამოიწყეს.