ზაჰესში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. მიკროავტობუსში 7 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
მიკროავტობუსს 18 წლის მოზარდი მართავდა.
კატასტროფის მიზეზი უამინდობა და მსგავს სიტუაციებში მძღოლის გამოუცდელობა გახდა.