ყულევში, მდინარე ცივზე უბედურ შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა.
მონადირეების ნავმა წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და გადაბრუნდა. მაშვებელმა მხოლოდ სამი მათგანის გადარჩენა შეძლეს.
ცხედრებს სპეციალური სამსახურის ბრიგადები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.
უკვე ნაპოვნია 4-ვე გარდაცვლილის ცხედარი. მათ შორის ერთ-ერთი 18 წლის დავით გობელაძეა.
მონადირეთა 7-კაციანი ჯგუფი ყულევში სანადიროდ გუშინ ჩავიდა. დაღუპულებს დღეს საკუთარ სახლებში გადაასვენებენ.