დღეს, 19 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ჯაზური კომპოზიციების ვირტუოზის, თამაზ ყურაშვილის ვარსკვლავი. ეს იქნება პირველი ვარსკვლავი, რომელიც ჯაზის სფეროს წარმომადგენელს მიეძღვნება.
თამაზ ყურაშვილი წლების განმავლობაში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფესტივალებში: პოლონეთი, ბულგარეთი, იუგოსლავია, ჩეხეთი. არის მრავალი ქვეყნის ჯაზის ფესტივალების ლაურეატი.
თამაზ ყურაშვილი 1987 წლიდან, წლების განმავლობაში მუშაობდა აშშ-ში, ჯაზის ცნობილ შემსრულებლებთან, ჯონ ბერდთან და სტივენ ჯორდანთან ერთად. მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ კონცერტსა და ჯაზის საღამოებში.