ისტორიის მუზეუმში გია თორთლაძის მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა "დიდი მიქსი" მოეწყო, რომელიც თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მთამსვლელის მიერ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ტიბეტში, ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში სხვადასხვა ექსპედიციის დროს გადაღებული ფოტოები.
წარმოდგენილი ფოტოების საშუალებით დამთვალიერებელი მსოფლიოს მიუწვდომელ წერტილებში გია თორთლაძის თვალით დანახულ გარემოსა და ადამიანთა საცხოვრისს გაეცნო, რაც ემოციაში, მოძრაობაში, უჩვეულო სივრცესა და სხვადასხვა დროშია ასახული.