ნანუკა ჟორჟოლიანის გადასარჩენი რომ გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ამ პარტიის მდგომარეობას კარგად აჩვენებს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რამდენადაც არასერიოზულია ჟორჟოლიანი, იმდენად არასერიოზულია მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“.
„პარტია საზოგადოებას საერთოდ მოწყვეტილია. ყველამ იცოდა, ე.წ. ოპოზიციური ალიანსი რითაც დამთავრდებოდა. ორ-სამთვიან დრამას ვუყურეთ, რომელიც ლოგიკური დასასრულით დასრულდა. სავარაუდოდ, ზაფხულს გადაატარებენ და შემდეგ ახალ ასეთ „ალიანსს“ ვიხილავთ, ახალი ლოგოთი და ფერებით. ბევრი სხვადასხვა ტიპის მოტივაციის დასაწყისი ვნახეთ, მაგრამ საზოგადოებამ ნახა, რომ დასასრული ერთი და იმავეა. ნანუკა ჟორჟოლიანი არასერიოზული პიროვნებაა, მის პოლიტიკურად დანაშაულებრივ წარსულზე აღარაფერს ვამბობ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.