19 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ პავილიონში ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსი გაიმართება. კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია პირველი არხის ეთერში განხორციელდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფმა ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისთვის 10 მონაწილე შეარჩია.
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეები არიან სალომე კორკოტაშვილი, ნინი შერმადინი, თაკო გაჩეჩილაძე, ბორის ბედია, ქეთი ორჯონიკიძე, თემო საჯაია, ჯგუფი "Eldrine", ჯგუფი "ტკბილი აბები", დიტო ლაგვილავა და ჯგუფი "November", The Georgians.