ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ოთხშაბათს გამთენიისას აშშ-ის სამიზნეების წინააღმდეგ რაკეტები და დრონები გაუშვა, მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანზე იერიშები მიიტანა. აშშ-ის ეს თავდასხმები, თავის მხრივ, ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხო ქმედება იყო. ამის შესახებ CNN იუწყება.
IRGC-ის განცხადებით, სამიზნეებს შორის იყო აშშ-ის სამხედრო ბაზა იორდანიაში, ასევე ბაჰრეინში განთავსებული აშშ-ის მეხუთე ფლოტი.
ბაჰრეინსა და ქუვეითში საჰაერო განგაშის სირენები ჩაირთო. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მტრულ საჰაერო სამიზნეებს“ ანეიტრალებდნენ.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა,აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ „აშშ-ის არც ერთი თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.“
შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ, ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.