არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი, ქართველი ხალხის სურვილებისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატაში "კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღების წინ განაცხადა.
მისი თქმით, „მარიონეტული „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ტყუილში დაადანაშაულა.
"არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი, ქართველი ხალხის სურვილებისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის.
საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთან, ისინი ავრცელებენ ანტიამერიკულ პროპაგანდასა და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებენ პრეზიდენტ ტრამპს - მას "დიფ სთეითის აგენტობაში" სდებენ ბრალს.
ჩვენ ასევე ვიცით, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დაფასებული სტუმარი იყო და ყოველდღიურად თბილისში დემონსტრაციებია, სადაც ხალხს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის პოსტერები დააქვს, და აშშ-სა და პრეზიდენტი ტრამპისადმი სიყვარულს გამოხატავენ. "ქართული ოცნების" მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას ჩვენს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, ტყუილების თქმაში დასდო ბრალი დასდო ბრალი. ამ გარიყული რეჟიმის საქციელი საფრთხეს უქმნის ყოველივე იმას, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხრეთ კავკასიაში მიაღწია და ეს უნდა შეიცვალოს.
"ქართული ოცნების" კოშმარის რეჟიმმა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, უნდა მიატოვოს ანტიამერიკული კურსი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების გარემო, გააუქმოს დრაკონული კანონები, რომლებიც ამერიკულ ბიზნესებს ახრჩობენ, და დაასრულოს სიტყვის თავისუფლების დევნა", - განაცხადა უილსონმა.