რუსთავი 2-ის ეთერში გამართული დებატების დროს, პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის Seკითხვაზე: "რატომ მოუნდათ ამერიკელებს შეხვედრა ივანიშვილთან, მაშინ როცა არანაირ თანამდებობას არ იკავებდა?", პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას.
"გინდა გითხრათ რა იყო მთავარი სათქმელი, რას სთხოვდნენ იცით? - პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ბიძინა ივანიშვილს სთხოვდნენ იმ შეხვედრაზე პოლიტიკაში დაბრუნებას და ხელისუფლებაზე ზემოქმედებას. ამათ არ იციან რა უნდა გააკეთონო, იქ სიტყვა "ომი" არ იყო ნახსენები. იქ ეს სიტყვები იყო ნახსენები: ამათ არ იციან რას აკეთებენ და თქვენ უნდა დაბრუნდეთ და გააკეთებინოთ ის, რაც გასაკეთებელიაო", - თქვა კობახიძემ.