თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის შეფასებით, ისრაელის მიერ საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სახიფათო ქვეყნების სიაში შეტანა ირანთან ახლომდებარეობას უნდა უკავშირდებოდეს.
"ისრაელის ეს გადაწყვეტილება და ზოგადად, საქართველოს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სახიფათო ქვეყნების სიაში შეტანა, რეგიონულ გეოგრაფიას და კერძოდ, ირანთან ახლომდებარეობას უნდა უკავშირდებოდეს", - აღნიშნა თარგამაძემ და გამორიცხა, აღნიშნული გადაწყვეტილების ისრაელს შეიძლება ებრაელი ბიზნესმენების დაკავების გამო მიეღო.
"ეს იყო კერძო დავა და არა სახელმწიფოთაშორის განსახილველი საკითხი", - დასძინა თარგამაძემ.
რაც შეეხება ისრაელის საელჩოს დახურვას, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არც გივი თარგამაძე და არც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი და ევროპასთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი არ ფლობენ.