ახალი ქართული კონსერვატიზმის მისაღებია მომღერალ ნატო მეტონიძისთვისაც და ამ იდეას უერთდება. მისი თქმით, ახალი ქართული კონსერვატიზმი ქვეყანის გადარჩენის გზაა. მომღერალი ამბობს, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ ქვეყნის ბედს.
"მე არ ვიცი რამდენად მზადაა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება ამისთვის, მაგრამ მგონია, რომ უნდა ამისთვის მომზადება აუცილებელია, რადგან ამ ქვეყანას გადარჩენისთვის სხვა გზა არ რჩება ", _ აცხადებს ნატო მეტონიძე
შეგახსენებთ, დღეს "დაიცავი საქართველოს" ლიდერმა დავით მაღრაძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საზოგადოების წარმომადგენლებს ახალი ნაციონალური პროექტი - "ახალი ქართული კონსერვატიზმი" თეატრალური საზოგადოების ოფისში წარუდგინეს.