ჩვენი გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით ჩვენ მარტო საქართველოს კი არ უნდა ვამარაგებდეთ არამედ უნდა ვამარაგებდეთ მთელს შავიზღვისპირეთს, მთელს კავკასიას და შუა აზიას. ეს განცხადება დღეს წისქვილკომბინატ "თბილისში" მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
"ჩვენ როდესაც ვამბობთ სინგაპურიზაციას სწორედ მაგას ვგულისმობთ, რომ როდესაც საქართველო იქნება რეგიონალური ტერმინალი და გადაზიდვის ცენტრი ერთის მხრივ ჩვენი სასურსათო უსაფრთხოება იქნება ბევრად უფრო დაცული. მთელ რეგიონში ფასები რომ ძვირდება მხოლოდ ჩვენ გამოვდივართ მსხვერპლი - ხოლო როგორც კი ჩვენ დავჯდებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე და ძარღვზე ფასებით ზრდით ქვეყანა იხეირებს.
ჩვენი გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით ჩვენ მარტო საქართველოს კი არ უნდა ვამარაგებდეთ არამედ უნდა ვამარაგებდეთ მთელს შავიზღვისპირეთს, მთელს კავკასიასა და შუა აზიას", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.