რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი კრემლისთვის ცნობილია და მისი შინაარსი პუტინს შესაბამის დროს მიეწოდება.
ამასთან, კრემლის წარმომადგენელმა ზელენსკის მიერ შეთავაზებულ პირად შეხვედრაზეც ისაუბრა.
„თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, შეუძლია მოსკოვში ჩამოვიდეს“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ცოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა და შეხვედრა შესთავაზა.
„უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის ჩვენსა და თქვენს შორის ფორმატში. მე გთავაზობთ შეხვედრას. ყველამ გაიგონა, როგორ ამბობდნენ თქვენი წარმომადგენლები, რომ თითქოს შემიძლია მოსკოვში ჩამოსვლა. მაგრამ 26 წლის შემდეგ უკრაინის ლიდერს თქვენს დედაქალაქში არაფერი ესაქმება, ისევე როგორც რუსეთის ლიდერს - კიევში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ