საქართველოს მარცვლეულის დეფიციტი არ ემუქრება - ეს განცხადება დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა გააკეთა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად წისქვილკომბინატ "თბილისში" იმყოფებოდა.
წისქვილკომბინატ "თბილისში" მყოფი პრეზიდენტი მსოფლიოში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანაში სურსათის ფასით დაინტერესდა.
სააკაშვილმა, წისქვილკომბინატ "თბილისში" არსებული ხორბლის მარაგი თავად დაათვალიერა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება და ამის საშიშროება ქვეყანაში არ დგას.
"ახალი მოსავლის დადგომამდე ჩვენ სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი გვაქვს. დეფიციტი აღარ გვაქვს, ამ რისკის Aწინაშე ვიდექით რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგრამ დღეს ეს პრობლემა არ არსებობს და არანაირი რისკი ამ კუთხით არ გვაქვს და ამ მიზეზით გაძვირება არ მოხდება არც ერთ შემთხვევაში.
ყოველწლიურად ჩვენ ვაკონტროლებთ, რომ იყოს სისტემატური მიწოდება რეგიონებში, მათ შორის მთიან რეგიონებში სადაც არის ამინდიდან გამოწვეული გარკვეული პრობლემები, თუმცა ყოველღიურად ყველა რეგიონს, ყველა რაიონსა და ყველა სოფელს ფქვილი სისტემატურად მიეწოდება და არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ გვაქვს", _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და აღნიშნა, რომ აპრილიდან ყველა პროგნოზი არის დამაიმედებელი, რომ გამოსწოდება მდგომარეობა ბევრი დასახელების სურსათზე.
საქართველოს სოფლისო მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავარო მომწოდებლებისგან უკრაინიდან და ყაზახეთიდან საქართველოში თვის ბოლოს რამდენიმე ასეულობით ტონა ხორბალი შემოვა