დღეს, 21:30 საათზე, კლუბ-რესტორანში Two Side,"თიბისი ბანკი" ბლოგერების პირველი კრებულის Facebook -მა რა ჰქმნა?!'' პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოში პირველად, თიბისი ბანკის ინიციატივითა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დახმარებით, 37 საუკეთესო ბლოგ-პოსტი ინტერნეტ სივრცეს გასცდა, ერთ კრებულში გაერთიანდა და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
კრებულისთვის ბლოგების შერჩევა Facebook -ზე TBC Smart Club -ის ფან გვერდზე, გამოცხადებულ კონკურსის შედეგად მოხდა. წარმოდგენილი 118 ბლოგიდან, ბაკურ სულაკაურის რედაქტორების მიერ, გადაირჩა და კრებულში შევიდა 37 საუკეთესო.
კრებული 1000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და მისი შეძენა ბაკურ სულაკაურის ქსელშია შესაძლებელი.
დღეისთვის, TBC Smart Club -ის ფან გვერდი Fაცებოოკ -ის ქსელის ქართული აუდიტორიის 75%-ს მოიცავს. გვერდზე გაერთიანებული ფანების რაოდენობამ უკვე 113 000-ს მიაღწია და მათი რიცხვი ყოველდღიურად უპრეცედენტოდ იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ TBC Smart Club, ეს არის სოციალური მედიის ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში.
TBC Smart Club -ის გვერდზე მუდმივად ტარდება კონკურსები და თამაშები, რომლებშიც აქტიურად არიან ჩართულები ფანები. მათი უმეტესობა ინოვაციურია ქართულ ინტერნეტ სივრცეში და შესაბამისად, მომხმარებლის დიდ ინტერესს იწვევს.
Smubble პირველი ქართული სოციალური თამაშია, რომელიც TBC Smart Club -მა თავის ფანებს შესთავაზა და რომელიც, ძალიან მალე, მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა პოპულარული.
"თიბისი ბანკმა", ქართულ სოციალურ მედიაში პირველმა, შექმნა მილოცვების ახალი პლატფორმა - ,,ჯადოსნური ყუთი'', რომელიც მისალოცი ბარათის ელექტრონულ ვარიანტს წარმოადგენს და Smart Club -ის ფანებს საშუალებას აძლევს, მარტივად და განსხვავებულად მიულოცონ ახლობლებს ნებისმიერი დღესასწაული.
ამჟამად, Smart Club -ის გვერდზე მიმდინარეობს კონკურსი ,,ჩემი Art", რომელიც საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც უნდა საზოგადოებას გააცნოს თავისი მხატვრული შემოქმედება და თან, არაჩვეულებრივი საჩუქრები მიიღოს თიბისი ბანკისგან.
სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, Smart Club -მა თავს ფანებს ახალი, ყველაზე სახალისო, თავგადასავლებით სავსე და ინტერაქტიული თამაში ,,საჰაერო კოცნა" შესთავაზა.
ცოტა ხნის წინ, TBC Smart Club -ის ფანების რაოდენობა 100 000 გახდა. მე -100 000-ე ფანმა, მაია ჭიჭაგუამ, თიბისი ბანკისგან, მოულოდნელი სიურპრიზი და საჩუქრად, ვიდეო კამერა მიიღო.
Smart Club -ის მთავარი იდეა ასეთია - ბონუსი და საჩუქარი იმისათვის, რომ უბრალოდ ხართ თიბისი ბანკის კლიენტი! ასე რომ, თუ ჯერ არ ხართ დამეგობრებული TBC Smart Club -თან Facebook -ზე, აუცილებლად გაწევრიანდით (`დაალაიქეთ~) და გახსოვდეთ, წინ უამრავი სიურპრიზი გელოდებათ.