ისრაელის საელჩო საქართველოში მუშაობას მომავალი კვირიდან განაახლებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საელჩომ მუშაობა დროებით, "ტექნიკური გაუმართაობის" გამო შეწყვიტა.
"საელჩოს დახურვის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ეს დროებითია. ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობა მუშაობას ორშაბათიდან (21 თებერვალი) განაახლებს", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქვეყნის შემდეგ ისრაელმა საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობები დღეს საქართველოსა და თურქეთში დახურა. ამის მიზეზად ტერორისტული დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ მოსალოდნელი ტერაქტები მოიაზრებოდა.
შეგახსენებთ, რომ "ჰეზბოლას" წევრები ამ დღეებში დაჯგუფების ლიდერის იმად მუგნიის გარდაცვალებიდან სამი წლის "აღნიშვნას" აპირებენ, რის თაობაზეც ისრაელის ხელისუფლებას შესაბამისი სიტყვიერი გზავნილი გაუგზავნეს კიდეც.