პეტერ მადიარიმა განაცხადა, რომ უნგრეთი მკაცრად გმობს რუსული დრონის თავდასხმას, რომლის შედეგადაც რუმინეთში მოქალაქეები დაშავდნენ
მისი თქმით, რუსული დრონით განხორციელებული შეტევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის და ნატო-ს ერთიანობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.
პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთი გმობს ყველა ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და არღვევს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეს, და სრულ სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს. მისი თქმით, საჭიროა ინციდენტის სრულყოფილი გამოძიება.
„უნგრეთი მკაცრად გმობს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და არღვევს ევროკავშირისა და ნატო-ს სუვერენული წევრი სახელმწიფოს ტერიტორიასა და საჰაერო სივრცეს. სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და მხარს ვუჭერთ ინციდენტის სრულყოფილ გამოძიებას“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელში.