ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი (IშDI) და თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედიისა და კომუნიკაციის სოციოლოგიის მაგისტრატურა აცხადებს კონკურსს თემაზე: "სოციალური მედია და ქართული საზოგადოება".
თემაში ასახული უნდა იყოს შესაძლო საკითხები: სოციალური მედიის არსი, სოციალური და ტრადიციული მედია, სოციალური მედიის დადებითი და უარყოფითი მხარეები, სოციალური მედიისადმი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, სოციალური მედიისა და ქსელების მომავალი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს.
მონაწილემ უნდა წარადგინოს დასრულებული ნაშრომი არაუმეტეს 15 გვერდისა.
კონკურსში გამარჯვებული 250 ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 150-ს, ხოლო მესამე ადგილოსანი 100 ლარს.
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2011 წლის 1 მარტი, 18:00 საათი.
შედეგები გამოცხადდება 2011 წლის 25 მარტს.
მასალის გამოყენების პირობები