რუსეთის არმიაში გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ ადამიანის უფლებათა დამცველები. ორგანიზაცია "რუსი ჯარისკაცების დედებმა" სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მათი თქმით 2010 წელს ძალადობის ფაქტების გამო დასახმარებლად ჯარისკაცთა უფლებების დამცველებს 4 ათასი სამხედრო მოსამსახურის ოჯახმა მიმართა.
მშობელთა უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ რუსულ არმიაDში ხშირის ჯარისკაცებზე ზეწოლა ფულის გამოძალვის მიზნით. ბოლო წლებში იმატა ჟარისკაცების გარდაცვალების ფაქტებმაც, რომელთა უმრავლესობასაც თვითმკვლელობის კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული.
"სახელმწიფოსათვის უკეთესია, როდესაც ჯარისკაცის სიკვდილით ფაქტს თვითმკვლელობად ასაღებს. ამას ძალზე ბანალური მიზეზი აქვს - ამ შემთხვევაში ოჯახს კომპენსაცია არ ეძლევა. ასე, რომ თვითმკვლელობის კვალიფიკაცია ფულის დაზოგვის კარგი გზაცაა", _ აცხადებს ორგანიზაცია "დედათა უფლებების წარმომადგენელი ვერონიკა მარენკო.