9 წლის მოზარდი ფსიქოტროპული მედიკამენტებით მოიწამლა.
ბავშვმა დიდი რაოდენობით დამამშვიდებელი აბები დალია.
მწვავე ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოზარდი ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ინტოქსიკაციის ფონზე ბავშვს კრუნჩხვა განუვითარდა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
მედიკოსები ამბობენ, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.