რამდენიმე საათის წინ ზუგდიდის კლინიკურ საავადმყოფოში 78 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მოხუცი "H1N1" ვირუსით იყო ინფიცირებული და მას ფილტვებს მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
ეს ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების მე-14 შემთხვევაა. საერთო ჯამში კი წელს გრიპის ვირუსმა საქართველოს 19 მოქალაქე იმსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმართავს ყველას და სთხოვს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ, დროულად მიმართონ მედიკოსებს და დაიცვან ჰიგიენური ნორმები.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის სულ 583 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 449 არის "H1N1" ვირუსი და 19 გარდაცვლილი.