სოჭში ჩაძირული თურქული გემის ქართული ეკიპაჟი გემის მფლობელ კომპანიას კომპენსაციას სთხოვს.
საზღვაო გადაზიდვების ოპერატორს "უმარ შიფინგს" ქართველმა მეზღვაურებმა მოთხოვნები უკვე გააცნეს.
კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან საქართველოში ჩამოვიდნენ და დეტალები თავად ჩაძირული გემის ეკიპაჟთან განიხილონ. წინასწარი ინფორმაციით, კონტრაქტში არ იყო გაწერილი თუ რა სახის ფულადი კომპენსაცია უნდა მიეღო ეკიპაჟს იმ შემთხვევაში თუკი ხომალდი კატასტროფას განიცდიდა ან მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.
ამ ეტაპზე თურქული კომპანია მზად არის ქართველ მეზღვაურებს მხოლოდ ხელფასი გადაუხადოს. კომპანიის კომპენსაციაზე კი საუბარი არ არის. შეგახსენებთ, რომ კატასტროფა თურქულმა გემმა სოჭის სანაპიროებთან 13 თებერვალს განიცადა, ბორტზე ჩაძირვის დროს საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფებოდა. ორი სამშობლოში დაბრუნდა 42 წლის როლანდ ბერიძე კი ამ დრომდე კვლავ დაკარგულად ითვლება.