ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესმა კომისარმა ნავანეთემ პილაიმ, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებთან შეხვედრისას, რუსეთს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
"ჩემს დიდ შეშფოთებას იწვევს ჟურნალისტების, ადვოკატებისა და სამართალდამცავების არასაკმარისი დაცულობა. ვაკვირდებით მათ მკვლელობასა და მათდამი მკაცრი მოპყრობის ფაქტებს. რუს მინისტრებთან შეხვედრისას მათ თხოვნით მივმართეთ, გადასინჯონ რუსეთის კანონმდებლობის ხარვეზები, რათა ჟურნალისტების დაცვა გაძლიერონ,"_აღნიშნავს პილაი.
ცნობისთვის, დეკემბერში იუნესკოს მეთაურმა ირინა ბოკოვამ მსოფლიოს ქვეყნების მეთაურებს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მედიასაშუალებების თანამშრომლებს აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის უზომოდ დიდი ფასის გადახდა უწევთ, რაც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა.
შეგახსენებთ, სამართალდამცავი ორგანოების "რეპორტიორი საზღვრებს გარეშე" მონაცემებით, 2010 წელს მსოფლიოში 57 ჟურნალი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მათგან ყველაზე დიდი მსხვერპლი ჟურნალისტებმა პაკისტანში გაიღეს, სადაც 11 ჟურნალისტი მოკლეს. იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ჟურნალისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, 20-დან 25-მდე გაიზარდა. ჟურნალისტების დიდი რაოდენობა ირანშია დატყვევებული (37 ჟურნალისტი), შემდეგ მოდის ჩინეთი (30), ერითრეა (29).
ამ მოხსენების მიხედვით, ავღანეთთან, კოლუმბიასთან, ერაყთან, პაკისტანსა და სომალთან ერთად, რუსეთი მოხსენიებულია ქვეყნად, სადაც მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის "კულტურას" ღრმა ფესვები გააჩნია. რუსეთს გარდა, ჟურნალისტებზე ძალადობა ფიქსირდება ყოფილი საბჭოეთის სხვა ქვეყნებშიც_აზერბაიჯანში, უკრაინასა და ბელორუსიაში.