დღეს, 18 თებერვალს, 14:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" (TLG) წარმომადგენლები, სასტუმრო "შერატონში" უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე, რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ. ასევე, მიმოიხილავენ პროგრამის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ღონისძიების აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს.