დღეს ლევან ხაბეიშვილს რამდენს მიუსჯიან ამას არც ჩვენთვის და არც ლევანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვიცით, რომ ეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განიცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას იღებს არა სასამართლო, არამედ ბიძინა ივანიშვილი.
"მივიღეთ ჩვენ მდგომარეობა, რომ ქვეყანაში სამართალი ფაქტობრივად არ არსებობს. არასამართლიანი სასამართლო კი არ არსებობს, არამედ ზოგადად, სასამართლო არ არსებობს. ამიტომ, მოლოდინებზე საუბარი ზედმეტია. ერთი რამ ნათლად გამოჩნდა - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში მიიღება, ერთი კაცის ნება - სურვილზეა, ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი. ეს შენობა არის არა სასამართლო, არამედ ივანიშვილის კანტორა. დღეს ლევან ხაბეიშვილს რამდენს მიუსჯიან, ამას არც ჩვენთვის და არც ლევანისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ვიცით, რომ ეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. დღევანდელი სასამართლო კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დღეს სავარაუდოდ, განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 13:30 საათზე გაიხსნება.