"ახალი მემარჯვენეების" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარის, წალენჯიხის საკრებულოს წევრის, დავით ბელქანიას ინფორმაციით, ე. წ. ენერგოვაუჩერების დარიგებას წალენჯიხაში ბევრი გაუგებრობა მოჰყვა. რაიონში სულ 7814 აქტიური მომხმარებელია დაფიქსირებული, ვაუჩერები კი მხოლოდ 4765 ოჯახზე მოვიდა. მიზეზი კომუნალური მრიცხველებია, რის გამოც თანხის აგროვება ერთიანად ხდება სოფლებში და ერთ ან ორ პიროვნებას შეაქვს ადგილობრივ ენერგოკომპანიაში.
ბელქანიას ინფორმაციით, საკითხზე საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს და ენერგოკომპანიისგან ვაუჩერების დამატებითი რაოდენობის გამოყოფის დაპირებაც მიიღეს.
"ახალი მემარჯვენეების" ინფორმაციით ასეთი მდგომარეობაა საქართველოს ყველა რაიონში.