აჭარის მთავრობა რეგიონში სასტუმროების მშენებლობის ტემპით ინტერესდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ფინანსთა და რეგიონის ეკონომიკის მინისტრთან ერთად ბათუმში მშენებარე სასტუმროები დაათავლიერა. ლევან ვარშალომიძემ და ვაჟა ბოლქვაძემ თავდაპირველად სასტუმრო "რედისონში" ინტერიერზე მიმდინარე სამუშაო მოინახულეს და საჩვენებელი ნომერი დაათვალიერეს.
სასტუმრო "რედისონის" მშენებლობაში სამასი ადამიანია დასაქმებული, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, შესაბამისი კვალიფიკაციით, დამატებით 250 ადგილობრივი კადრი დასაქმდება. სასტუმრო "რედისონი" ფუნქციონირებას მაისში დაიწყებს.
ვარშალომიძემ მოგვიანებით სასტუმრო "ჰილტონი" დაათავლიერა. სასტუმრო ორი, 22- და 16-სართულიანი კორპუსისგან შედგება. მშენებლობაზე 70 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა. მშენებლობაში 80 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროს მშენებლობა 2013 წელს დასრულდება.