21 თებერვალს მოძრაობა "არა", მოძრაობა "მამული, ენა, სარწმუნოება", "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და "ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი" პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით კამპანიას იწყებენ.
როგორც მოძრაობა "არას" თავმჯდომარე ლევან ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ეს დიდი კამპანია იქნება, რომელიც პოლიტპატიმართა დასახმარებლად ამოქმედდება.