მოძრაობა "არას" წევრები ორ კვირაში დიდ გამოფენას გეგმავენ და ტაბახმელაში, კიკეთსა და კოჯორში არსებულ მაღალჩინოსანთა სახლებს ფირზე აღბეჭდავენ.
როგორც მოძრაობა "არას" თავმჯდომარე ლევან ჩიტაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, მაღალჩინოსანთა ფეშენებლური ვილების პარალელურად, დევნილები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ.
"აფრიკის დასახლებაში მცხოვრები დევნილების საცხოვრისი, ფაქტობრივად, ფიცრულია, სადაც ქარი თავისუფლად აღწევს. ასეთ პირობებში ცხოვრობენ ბებია, სამი შვილიშვილი და დედა, რომლის მეუღლეც დაჭერილია. მათი შემოსავალი კი 22 ლარია. დევნილებს არ აქვთ შუქი და გაზი", _ აცხადებს ჩიტაძე.
გარდა ამისა, მოძრაობის წევრები აპირებენ, ერთ-ერთი მორიგი გამოფენა მინისტრების მოადგილეების ქონებასაც დაუთმონ.
შეგახსენებთ, დღეს კინოს სახლში ამავე მოძრაობის წევრებმა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მდიდრული სახლების ფოტოგამოფენა წარადგინეს.