უკრაინაში, შესაძლოა, სტალინის ძეგლის დადგმა აიკრძალოს. შესაბამისი ინიციატივით რადას დეპუტატები ალექსანდრე ტრეტიაკოვი და ირინა გერაშენკო გამოდიან, რომელთა მიერ მომზადებული კანონპრექტიც უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ რეგისტრაციაში უკვე გაატარა.
კანონპროექტის ავტორების თქმით, აკრძალვა ყველა იმ ადამიანის ძეგლის დამონტაჟებასაც უნდა შეეხოს, რომლებმაც 1932-1933 წლებში გოლოდომორის ტრაგედიის ორგანიზებაში მიიღეს მონაწილეობა.
"არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული, რომ გოლოდომორის ტრაგედია იყო ეთნიკური წმენდა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომაც საანონმდებლო დონეზე საჭიროა ავკრძალოთ დიქტატორების ძეგლების დადგმა. ქვეყანაში მათი მონუმენტების არსებობა იწვევს საზოგადოების უარყოფით რეაქციას და პირდაპირ პროვოკაციაზე მიუთითებს, რაზედაც მეტყველებს თავის დროზე სტალინის ძეგლის დადმა ზაპოროჟიეში, რომელიც შემდეგ დაზიანეს", - განაცხადა გერაშენკომ.