18 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და მისი პარტნიორი ორგანიზაციები - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და ასოციაცია "ათინათი" წარმოადგენენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სათემო ცენტრები კონფლიქტით დაზარალებულთათვის" მთავარ მიღწევებს.
ხსენებული პროექტის ფარგლებში, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 1 მილიონი ევროა, გაიხსნა ოთხი სათემო ცენტრი ფოთში, ზუგდიდში, გარდაბანსა და წყალტუბოში. პროექტის პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი.