დღეს, 17 თებერვალს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გაიმართება წიგნის „საქართველო - 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგები" პრეზენტაცია. წიგნში გაერთიანებულია სახელმწიფო მმართველობის სკოლისა და კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ დაფინანსებული კონფერენციის მასალები, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მოხსენებები.
27 მაისს გამართული სამეცნიერო კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ საქართველოს წინაშე წამოჭრილი ამოცანების შესწავლა შემდეგი მიმართულებების კუთხით: სახელმწიფო მმართველობა, ეკონომიკური პოლიტიკა, სოციალური პოლიტიკა და კულტურის პოლიტიკა.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ეკონომიკის, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, სასჯელაღსრულებისა, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა, ფინანსთა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებისა და სახელმწიფო კანცელარიის აპარატების წარმომადგენლები. Aასევე, საქართველოში მოქმედი სხვადასხვა არსამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის დაინტერესებული პირები. P
პრეზენტაციაზე წიგნს წარადგენს ნინო დოლიძე (სახელმწიფო მმართველობის სკოლის პროფესორი) და აუდიტორიას მიმართავს გიორგი მარგველაშვილი (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი).