ერევანში გაიმართება TEDxYerevan კონფერენცია, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენცია ძირითადად ფოკუსირებული იქნება სიყმაწვილეობისა და მოწიფულობის გაგებაზე.
კონფერენცია დასრულდება სპეციალური სექციით "20", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველაზე კრეატიული სპიკერები.
კონფერენციის სპიკერებმა იდეების რეგისტრაცია უკვე დაიწყეს.
TEDx არის ამერიკული ფონდის არაოფიციალური პროგრამა (ტექნოლოგია, გართობა დიზაინი). 1984 წლიდან ფონდი ატარებს ყოველწლიურ კონფერენციებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, პოლიტიკოსები, მეწარმეები და სხვა.
კონფერენცია ერევანში 24 სექტემბერს გაიმართება.