რამდენიმე საათის წინ, პარაზიტოლოგიის ცენტრში 4 ჩვილი მოათავსეს.
ექიმების განცხადებით, მათ მაღალი სიცხე და ლეიშმანიოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.
რა გახდა პატარების დაავადების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ზოგადად, ინფექციის გადამტანი, ძირითადად, მწერები არიან. დაავადება ადამიანებში რამდენიმე თვის ინფიცირების შემდეგ ვლინდება. ლეიშმანიოზის გამოვლენა, ძირითადად, ზამთრის პერიოდში ხდება.
შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ლეიშმანიოზის შემთხვევებმა შესამჩნევად იმატა და წლის განმავლობაში ამ დაავადების 120-მდე შემთხვევა ვლინდება.